როგორ შეიძლება დაგეხმაროთ სესხების გაერთიანება მათ სწრაფ გადახდაში?

თუ თქვენ, როგორც მილიონობით სხვა ადამიანი, ადვილად ასრულებთ იმპულსურ შენაძენებს და ამისთვის ხშირად იყენებთ საკრედიტო ბარათს, თქვენც არც თუ ისე იშვიათად გიწევთ ძნელად გადასახდელ ვალთან შეჯახება. ყველაზე ხშირად დაუფიქრებელი შენაძენები ხდება დღესასწაულების ან შვებულებების დროს. როდესაც რამდენიმე კრედიტზე იწყება პროცენტის დარიცხვა, ვალის თანხა იბერება, როგორც საჰაერო ბურთი, და მათი გადახდა სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება. ასეთ სიტუაციებში შეიძლება დაგეხმაროთ ვალის კონსოლიდაცია.

ბევრი ადამიანი ცდილობს დაფაროს საკუთარი ვალი რამდენიმე თვის განმავლობაში დღესასწაულის შემდეგ, მაგრამ, როგორც წესი, ეს ჭიანურდება და მსესხებელი ვერ ასწრებს კრედიტის გადახდას, ხოლო შემდეგი დღესასწაული ან შვებულება უკვე მოახლოებულია. საბოლოო ჯამში, წინა საყიდლების საზღაური რამდენჯერმე იზრდება, ვიდრე თავდაპირველი ღირებულება და ადამიანს უღრმავდება დანაშაულის გრძნობა და სინდისის ქენჯნა საოჯახო ბიუჯეტის გადახარჯვის გამო.

თუმცა არ ღირს იმედის დაკარგვა, როდესაც უყურებთ ვალების გროვას. არის გზები, რათა გახადოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ბალანსი უფრო მართვადი. ერთი-ერთი ასეთი გზა გააკონტროლოთ თქვენი ვალი - არის მისი კონსოლიდირება პერსონალურ კრედიტში.

ვალის კონსოლიდაცია

ეს რეცეპტი დაგეხმარებათ მოიშოროთ სირთულეები ბიუჯეტიდან აქტიური კრედიტების დროს, საკრედიტო ბარათების ყველა ნაშთის ერთ მარტივ გადასახადში შეჯამების გზით. მიმდინარე საკრედიტო ბარათების და პერსონალური კრედიტების საპროცენტო განაკვეთების მიხედვით თქვენ შეიძლება პრეტენზია gქონდეთ უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთზეც კი. კრედიტორი მოდის დათმობაზე და გეხმარებათ დაფაროთ ვალი უფრო სწრაფად.

პერსონალური კრედიტის გამოყენება იმისათვის, რომ მოახდინოთ თქვენი ვალის კონსოლიდირება შეიძლება იყოს ბრძნული გადაწყეტილება,რომელიც დამოკიდებულია თქვენს ვალდებულებებზე. პირად კრედიტებს ხშირ შემთხვევაში გააჩნიათ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები, ვიდრე საკრედიტო ბარათებს, და შესაბამისად, დაფარვის უფრო ხელსაყრელი პირობები. ასე, თქვენ შეძლებთ თქვენი ვალის გულმოდგინედ გაკონტროლებას.

მსესხებლების დიდი ნაწილი, რომლებმაც გამოიყენეს ეს მომსახურება, ამტკიცებენ რომ მათ შეუმცირდათ კრედიტის საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 30%-ით იმასთან შედარებით თუ რას იხდიდნენ ისინი მანამდე.

ამას გარდა, ვალის კონსოლიდაციას შეუძლია მსესხებლის საკრედიტო ქულის ამაღლება. ბანკების თითქმის ყველა კლიენტი, ვინც კი ოდესმე გადააფორმა საკუთარი ვალები ერთ პერსონალურ კრედიტში, ამბობენ, რომ მათი საკრედიტო ისტორია გაუმჯობესდა. ხოლო კარგი საკრედიტო ისტორია მომავალში დაგეხმარებათ უფრო მარტივად მართოთ თქვენი ფინანსები და გაიუმჯობესოთ სახლის კრედიტის ან ავტოკრედიტის პირობები.

ვალის კონსოლიდაცია ყველას ვერ დაეხმარება

გაითვალისწინეთ, რომ ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესების მოცემული მეთოდი არ გამოდგება ყველა სიტუაციაში. როდესაც თქვენ გადაგაქვთ რამდენიმე ვალი ერთ პერსონალურ კრედიტში, არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ვალი მაინც რჩება. თქვენ გექნებათ უფრო მოსახერხებელი გადახდა იმიტომ, რომ ის ახლა ერთი არის და, შესაძლებელია, განაკვეთიც უფრო დაბალია. თუმცა აქ იმალება გარკვეული საშიშროებაც. საქმე იმაშია, რომ საკრედიტო ბარათის დავალიანების ლიკვიდაციამ და მხოლოდ ერთი კრედიტის არსებობამ შეიძლება მისცეს ადამიანს უსაფრთხოების ცრუ განცდა. ძალიან მნიშვნელოვანია დარჩეთ ფხიზლად და ყურადღება მობილიზებული გქონდეთ საკუთარი ვალის სისტემატიურ დაფარვაზე და ყველა გადასახადის დროულ შესრულებაზე.

თუ თქვენ მუდმივად ებრძვით პრობლემებს, რომლებიც გამოწვეულია რამდენიმე გახსნილი საკრედიტო ბარათით - ვალის კონსოლიდაცია თქვენთვის შეიძლება კარგ ვარიანტად აღმოჩნდეს. რამდენიმე კრედიტის ერთში გაერთიანებით, თქვენ შეძლებთ დაზოგოთ ათასობით ლარი პერსპექტივაში, და დაეხმარებით საკუთარ თავს განეწყოთ ფინანსურ კეთილდღეობაზე მომავალში. ხოლო ფულის სესხებას მოეკიდებით უფრო პასუხისმგებლობით. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიას, სადაც თქვენ წაიკითხავთ რჩევებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სესხის აღების დროს.