5 ხერხი თუ როგორ მოვემზადოთ დღესასწაულებისთვის ფინანსურად

ერთი დღესასწაული ვერ ასწრებს გასვლას, როდესაც იწყებს მოახლოებას შემდეგი. თანაც გსურთ შვებულებაში წასვლა და არ დაგავიწყდეთ სასკოლო დღესასწაულისთვის მომზადება. დღესასწაულებთან ერთად მოდის კარგი განწყობა და საჩუქრები, მაგრამ ამ ყველაფრის უზრუნველყოფის დროს ჩვენმა ფინანსებმა შეიძლება განიცადონ სტრესი. ამიტომ არ ღირს გქონდეთ დღესასწაულებთან სპონტანური დამოკიდებულება, უმჯობესია დაგეგმოთ ხარჯები წინასწარ.

საკურორტო და სადღესასწაულო სეზონები მოითხოვენ ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას ფულის მიმართ, აი რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ შეაფასოთ თქვენი ფინანსური სიტუაცია:

1. შეადგინეთ სადღესასწაულო ბიუჯეტი

უგუნური ხარჯვა შეიძლება დაიწყოს დღესასწაულის ან შვებულების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ამიტომ კარგად უნდა გქონდეთ წარმოდგენილი თუ რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ თქვენ. ჩაატარეთ თქვენი ბიუჯეტის შემოწმება, შეაფასეთ თქვენი შემოსავალი რამდენიმე თვით ადრე მოვლენამდე და, როგორც მინიმუმ, ერთი თვის შემდეგ. ხშირად ხდება ისე, რომ ფული საკმარისი იყო შვებულებისთვის, მაგრამ სახლში დაბრუნების შემდეგ გაგჭირვებიათ დამატებით თანხების მოძიება - უმჯობესია არ დაუშვათ მსგავსი სიტუაციები. გაარკვიეთ თუ რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ გონივრულად, მაგალითად: საჩუქრებზე, მოგზაურობებზე, დასვენებაზე და გართობაზე. როდესაც წინასწარ გეცოდინებათ თქვენი თანხების შესახებ და გააკონტროლებთ მათ დღესასწაულის დადგომამდე, უფრო ადვილი იქნება მათი დახარჯვა გართობის დროს.

2. შეამცირეთ არასაჭირო ხარჯები

გადახედეთ თქვენს საბანკო ანგარიშს, გაიხსენეთ თითოეული წვრილმანი, რაზეც დახარჯეთ თუნდაც მცირე ფული უკანასკნელ ხანს. დიდი ალბათობით, მოიძებნება პუნქტები, რომლებზეც შეგიძლიათ უარის თქმა დიდი ხნის ნანატრი მოვლენის სასარგებლოდ. ფასტფუდში ან რესტორანში პერიოდულ შესვლაზე უარის თქმით, თქვენ შეძლებდით თქვენი ბიუჯეტის გაზრდას და გადადებდით დამატებით თანხებს შვებულებისთვის.

3. შეადგინეთ სია და დაადგინეთ პრიორიტეტები

განსაზღვრეთ ფინანსური პრიორიტეტები ამ საკურორტო სეზონისთვის და დარწმუნდით, რომ გამოყავით საკმარისი ფული მისთვის. არც თუ ისე არსებითი შენაძენებისთვის, მოიფიქრეთ, იქნებ თქვენი შეძლებთ მათზე დაზოგვას, და გააკეთებთ მათ საკუთარი ხელით ან დახარჯავთ პირად დროს, საჩუქრის ნაცვლად. სავარაუდოდ, ბებია უფრო მადლიერი იქნება თქვენი, თუ საჩუქრად მიიღებს სახლის ორცხობილას და დროს სადილის შემდეგ, ვიდრე ძვირიან ახალ სვიტერს.

4. გააკონტროლეთ თქვენი ხარჯები შვებულებისთვის

შექმენით ელექტრონული ცხრილი კომპიუტერში ან ნუსხა ქაღალდზე, რომელშიც თქვენ დააფიქსირებთ ყველა ხარჯს შვებულებისთვის მის დაწყებამდე. საუბარი არის მოგზაურობისთვის მზადების შესახებ - თვითმფრინავის ბილეთები, დღის და საღამოს ახალი ტანსაცმელი, საჩუქრის ყიდვა იმ სახლის დიასახლისისთვის, სადაც თქვენ აპირებთ გაჩერებას - ეს ყველაფერი უნდა შეიტანოთ ცხრილში, რათა გაიგოთ, რამდენი ფული დაგრჩათ თავად დასვენებისთვის.

5. განიხილეთ მიკროსესხის შესაძლებლობა

ეს ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო, თუ კი, მაგალითად, თქვენ ნახეთ მატარებლის ან თვითმფრინავის ან საგზურის ხელსაყრელი ბილეთები სპეციალურ ფასად, ხოლო გადახდის საშუალება ახლა არ გაქვთ. იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ასეთი შესაძლებლობა შეიძლება უპროცენტო სესხის აღება. შეაფასეთ სიტუაცია, ხშირად ხდება ისე, რომ ხელსაყრელი წინადადების ფასდაკლების თანხა ერთი ორად ფარავს სესხის პროცენტს.

ზედმეტი არ იქნება შეიტანოთ განაცხადი რამდენიმე საკრედიტო ორგანიზაციაში იმისათვის, რომ მიიღოთ დადუსტურება და შესაძლებლობა სწრაფად აიღოთ კრედიტი კარგი პირობებით იმ შემთხვევაში, თუ დასვენების დროს უფრო მეტ ფულს დახარჯავთ, ვიდრე ელოდით. ჩვენს კომპანიაში ასეთ მომსახურებას ეწოდება «სესხის დამტკიცება ახლა, ფული საჭიროებისამებრ».

ამ რჩევების გამოყენებით თქვენ გაგიადვილდებათ რთული სიტუაციების თავიდან აცილება დღესასწაულების შემდეგ და უსიამოვნო სიტუაციების არიდება თავად დასვენების დროს იმის გამო, რომ მოგიწევდათ უარის თქმა გართობაზე. ზეიმი და გართობა უმჯობესია დაგეგმოთ წინასწარ, რათა მიიღოთ უფრო მეტი სიამოვნება მათი დადგომის დროს.

ეს ვიდეო კი მათთვისაა, ვისაც იაფად და ბიუჯეტურად უნდა აღნიშნოს ესა თუ ის დღესასწაული. ვიდეოში აღწერილია თუ როგორ შეძლებთ თქვენ ამას. გისურვებთ ხალისიან გართობას.