4 ნაბიჯი ღირსეული საოჯახო ბიუჯეტისკენ

გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც გარეთ თბება, ბევრი ადამიანი აწყობს «გენერალურ» დალაგებას სახლში, მანქანის სალონში ან აგარაკზე. საკუჭნაოში ან კარადაში თაროების მოწესრიგება, ყველა ნივთის თავ-თავის ადგილზე დაწყობა - ეს კარგი თვისებაა. ასეთივე კონცეფციის გამოყენება შეიძლება თქვენი ფინანსების მიმართაც. გახსოვდეთ - ფულს უყვარს თვლა, ხოლო საბუთებს წესრიგი.

აი როგორ უნდა მოიყვანოთ საკუთარი საოჯახო ბიუჯეტი წესრიგში 4 ნაბიჯის მეშვეობით:

1. შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ანგარიში

ეს უნდა გააკეთოთ უპირველეს ყოვლისა. ინფორმაციამ თქვენი საკრედიტო ისტორიის შესახებ შეიძლება განსაზღვროს თქვენი მომავალი სტრატეგია. როგორც ცნობილია, შეიძლება თქვენთვის საინტერესო მონაცემების მიღება ისე, რომ არ მოახდინოთ გავლენა თავად საკრედიტო ისტორიაზე. თქვენი საკრედიტო ქულის გაგებისთვის გამოიყენეთ ზედაპირული შემოწმება, რომელიც ჩანს მხოლოდ თქვენთვის და არა კრედიტორებისთვის ან თქვენი საკრედიტო ანგარიშის სხვა მომხმარებლებისთვის. შეამოწმეთ აქვს თუ არა თქვენს ბანკს რეკომენდაციების გაცემის რაიმე მომსახურება თქვენი ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესებისთვის.

2. მოაწესრიგეთ წვრილ-წვრილი ხარჯები

როგორც მტვერის პატარა ნაწილაკებს ბინაში, ასევე წვრილმან და ხშირ შენაძენებს, გამოწერის მომსახურებებს ან ავტომატურ გადახდებს შეუძლიათ შექმნან დიდი ფინანსური უწესრიგობა. იმისათვის, რომ მოახდინოთ თქვენი თავის მოტივაცია, უბრალოდ დაითვალეთ. მაგალითად, 3–5 ლარის ღირებულების ერთმა ფინჯანმა დილის ყავამ შეიძლება ადვილად გადააჭარბოს 200 ლარს წელიწადში. დააბანდეთ თქვენი წლიური დანაზოგი რაიმე უფრო თქვენთვის შესაფერისში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ძნელად იშოვება ფული დღეს. თქვენ სხვებზე არანაკლებად იმსახურებთ ახალ კომპიუტერს ან ტელევიზორს, ან, მაგალითად, დროულად გადახდილ გადასახადებს, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში მომავლისთვის გადადებულ ფულსაც.

3. მოსინჯეთ შეამციროთ პროცენტი კრედიტზე

ახლა გავრცელებული გახდა კრედიტების რეფინანსირების მომსახურება. შეთავაზებაში არის სხვადასხვა ვარიანტი, რომლებმაც უნდა შეამცირონ ყოველთვიური გადასახადი და დაგეხმარონ ფინანსურ სიტუაციასთან გამკლავებაში. მაგალითად, საკრედიტო ბარათი შეიძლება ძალიან მოსახერხებელი იყოს, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს ძალიან დიდი საპროცენტო განაკვეთი. თუ თქვენ ვერ ასწრებთ დროულად შეასრულოთ გადახდები, ეს დაწევს თქვენს საკრედიტო რეიტინგს. ხოლო ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ცუდი საკრედიტო ისტორიით სწრაფი სესხის აღება 2000 დან 300 ლარამდე დღეს არ არის ადვილი. ზოგიერთმა ბანკმა შეიძლება შემოგთავაზოთ ხელშეკრულების პირობების გადახედვა, თუ თქვენ, მაგალითად, დაგჭირდათ მსხვილი შენაძენის შესრულება.

ესაუბრეთ თქვენს მენეჯერს ბანკში, მან კარგად უნდა იცოდეს თქვენი ისტორია და ადვილად უნდა გამოთვალოს თქვენთვის მოსახერხებელი წინადადება. თანაც, ასეთი ურთიერთობის შემთხვევაში ახალ ონლაინ სესხების ვარიანტებზე თქვენი მოთხოვნები არ იქნება ასახული თქვენს საკრედიტო ისტორიაში. ეს კარგია იმიტომ, რომ თქვენს საკრედიტო ისტორიაში ხშირი მსგავსი ჩანაწერები, როგორც წესი, ცუდად აისახება საბოლოო ქულაზე.

4. გაიცანით უფრო ახლოს საპენსიო ანგარიშები

ადამიანების უმრავლესობამ თავისთვის ერთხელ ამოარჩია საპენსიო ანგარიში და დაივიწყა მის შესახებ, ხოლო ზოგიერთის ნაცვლად არჩევანი საერთოდ დამსაქმებელმა გააკეთა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ანგარიშის პერიოდულად შემოწმება და სხვა წინადადებების პირობების გაცნობა. შეიძლება თქვენი ტოლერანტობა რისკის მიმართ შეიცვალა ან თქვენ მზად ხართ გაზარდოთ თქვენი ყოველთვიური შენატანი. ან, შეიძლება, თქვენ მიუახლოვდით პენსიას და თქვენთვის საჭიროა საკუთარი სტრატეგიის შეცვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ საპენსიო ანგარიში პასუხობს თქვენს მოთხოვნილებებს.

ბინაში კაპიტალური დალაგების შემდეგ ან, თუნდაც, თაროებზე მტვრის გადაწმენდის და იატაკების რეცხვის შემდეგ თქვენ იწყებთ უფრო ადვილად სუნთქვას. იგივეა თქვენი პირადი ბიუჯეტის შემთხვევაშიც - იმის შემდეგ, რაც თქვენ მას მოაწესრიგებთ, თქვენ იგრძნობთ თავს გაცილებით უკეთ.