სწრაფი ონლაინ სესხი ქორწილისთვის?

მამაკაცთა დიდი ნაწილი, როდესაც ქალს ცოლობას სთავაზობს, ძირითად ფიქრობს მომავალზე და იმის შესახებ, რომ საჭიროა ოჯახის შექმნა და ბავშვების აღზრდა. ქალები, რა თქმა უნდა, ასევე ფიქრობენ ამაზე, როდესაც საუბარი ეხება გათხოვებას, მაგრამ მათ არასდროს დაავიწყდებათ ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცერემონიის ხსენება. მაშინ წყვილი იწყებს თავიანთი საერთო ფინანსების განხილვას და წარმოდგენას, თუ რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ მათ. დაქორწინების გადაწყვეტილების მიღებიდან დაქორწინებამდე შეიძლება გავიდეს არც თუ ისე ცოტა დრო, მაგრამ ყველა ვერ ასწრებს საჭირო თანხის მოგროვებას. ამიტომ ბევრი ადამიანი წყვეტს კრედიტის აღებას ქორწილისთვის. კარგია, როდესაც უახლოეს ადამიანებს და ნათესავებს შეუძლიათ თქვენი დახმარება, მაგრამ ზოგჯერ გიწევთ სესხის აღება.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენ გჭირდებათ დამატებითი ფული, უპირველეს ყოვლისა, ღირს გაარკვიოთ თქვენი საერთო ფინანსური მდგომარეობა. იმის გარდა, რომ ეს დაგეხმარებათ სესხის თანხის განსაზღვრაში, ეს მოგცემთ სასარგებლო ინფორმაციას ერთმანეთის შესახებ და დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სიურპრიზები მომავალში.

განიხილეთ თქვენი საერთო ბიუჯეტი

გჯერათ თუ არა, მაგრამ ბევრი წყვილი ქორწინდება ისე, რომ არც იცის თავისი პარტნიორის სრული ფინანსური მდგომარეობა. ეს შეიძლება მართლა რთულად მოგეჩვენოთ - ასეთ წარმტაც დროს ფულის განხილვა, მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რას მიიღებთ ფინანსური თვალსაზრისით. არ დაგავიწყდეთ, ურთიერთობების შექმნაში საკვანძო ელემენტი არის ლაპარაკი, ამიტომ ღირს თავიდანვე კარგად დაიწყოთ და მიმოიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები.

დაილაპარაკეთ საკრედიტო ბარათების შესახებ

შეიძლება თქვენ ან თქვენმა პარტნიორმა, ან ორივემ წარსულში ჩაიდინეთ გარკვეული შეცდომები საკრედიტო ბარათებთან ურთიერთობისას. თუ ეს ასეა, მაშინ თქვენ არ ხართ მარტო. სტატისტიკური მონაცემებით, წინა წლის მაისში ზოგიერთ ოჯახს ჰქონდა საკრედიტო ბარათების დავალიანება საშუალოდ 1500$ -ის ოდენობით. მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, რამდენი გაქვთ ვალი და როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს თქვენს ფინანსებზე თქვენი ქორწინებისას. თუ თქვენ გაგაჩნიათ რამდენიმე დავალიანება, თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ ისინი ერთ საერთო პერსონალურ კრედიტში. ეს დაგეხმარებათ დაზოგოთ პროცენტების გადახდაზე და უფრო სწრაფად გადაიხადოთ ვალი იქნება ეს სწრაფი ონლაინ სესხი თუ სხვა ტიპის კრედიტი.

კრედიტი განათლებისთვის

თქვენ შეუპოვრად მუშაობდით რათა მიგეღოთ განათლება. ხშირად ის აღმოჩნდება უფრო ძვირი, რადგან გიწევთ განათლებისთვის კრედიტის აღება. დიდწილად ჩვენი ეკონომიკა იმეორებს მოვლენებს, რომლებიც ხდებოდა ევროპასა და ამერიკაში. ასე ხდება მოსახლეობის კრედიტებთან და ვალებთან დაკავშირებითაც. სტატისტიკის მონაცემებით, 2015 წლის მდგომარეობით, ამერიკელებს გააჩნიათ სტუდენტური კრედიტების 1,2 ტრილიონ დოლარზე მეტი ვალი. იქნება ძალიან სასარგებლო დაითვალოთ თუ რამდენი აქვს თქვენგან თითოეულს ვალი და შეიტანოთ ყოველთვიური გადახდები თქვენს საერთო ბიუჯეტში თქვენი დაქორწინების შემდეგ. სტაბილური გადახდები - ეს არის გასაღები კარგი საკრედიტო ისტორიის შექმნისთვის, რაც გაზრდის თქვენს შანსებს მიიღოთ მომავალში იპოთეკური კრედიტზე და სხვა სესხზე უკეთესი საპროცენტო განაკვეთი.

იმისათვის, რომ აიღოთ კრედიტი ქორწილისთვის - დაითვალეთ თქვენი საოჯახო ფული

ცხოვრების რა წესს გსურთ რომ მისდიოთ ერთად და რამდენი შეიძლება დაგიჯდეთ ეს? რამდენს შოულობთ და როგორ იცვლება ეს სიტუაცია დროთა განმავლობაში? გაქვთ თუ არა რომელიმე თქვენგანს ისეთი დამატებითი ფინანსური ვალდებულებები, როგორიცაა ალიმენტი ან დახმარება ოჯახის წევრების მიმართ. ასეთი საკითხების განხილვისას, თქვენ განამტკიცებთ თქვენს ნდობას, ხარჯებს და შემოსავლებს და შეძლებთ შექმნათ ბიუჯეტი ერთობლივად. თქვენ უნდა მიისწრაფოდეთ იმისკენ, რომ გქონდეთ მთლიანი სურათი, სადაც თითოეული ელემენტი ცალ-ცალკე სტაბილურია და ორგანულია სხვებთან მიმართებაში. თუ თქვენ ხედავთ, რომ თქვენთვის ერთობლივად უფრო მარტივი იქნება ბიუჯეტის წარმართვა, მაგრამ ამჟამად ფინანსები არ არის საკმარისი - შეგიძლიათ თამამად აიღოთ კრედიტი ქორწილისთვის.

ქორწილის წინ კარგი დროა, რომ განიხილოთ თქვენი მომავალი, მათ შორის მისი ფინანსური შემადგენელიც. გაეცით პასუხი კითხვას: რისი განცდა გსურთ თქვენ ერთად? როგორ აპირებთ მუშაობას, როდესაც თქვენ გაგიჩნდებათ ბავშვები? სად ხედავთ საკუთარ თავს მომავალში, აპირებთ თუ არა ბინის ქირაობას ან ყიდვას? განსაზღვრეთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ მოახდინოთ თქვენი მიზნების რეალიზება. თუ თქვენ არ იცით საიდან დაიწყოთ, თქვენ დაგეხმარებათ ფინანსური კონსულტანტი. არ მისცეთ ფულს და ფინანსურ საკითხებს თქვენი მომავლის დატვირთვის საშუალება. არ დატოვოთ ასეთი საკითხები განხილვის გარეშე. არ დაგავიწყდეთ ბევრი ფინანსური პროგრამის შესახებ, რომლებიც არსებობს დღეს, რათა დაგეხმარონ საკუთარი თანხების აკუმულირებაში და ვალების რეფინანსირებაში.