გსურთ იცხოვროთ საზღვარგარეთ? იფიქრეთ ფინანსების შესახებ

8 წლის წინ ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი წავიდა სასწავლებლად სამხრეთ კორეაში. გეგმა უჩვეულოდ მარტივი იყო - 5 თვე იქ ცხოვრება და შემდგომ უკან დაბრუნება საკუთარი ცხოვრების გასაგრძელებლად. თუმცა 5 თვე თავიდან გადაიქცა 3 წლად, ხოლო შემდგომ კი, როდესაც მან გადაწყვიტა ადგილობრივ გაზეთში სამუშაოს დაწყება, 3 წელი გადაიქცა 5 წლად.

რა თქმა უნდა, ეს იყო თავგადასავალი - მან შეისწავლა ახალი ენა, მიირთმევდა უჩვეულო გემრიელ საჭმელს, შეიყვარა ადგილები და ადამიანები. თუმცა, ამის გარდა მან ასევე მიიღო ცხოვრებისეული გაკვეთილებიც, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ეხება პირად ბიუჯეტს. ამიტომ, თუ თქვენ გადაწყვიტეთ იცხოვროთ სხვა ქვეყანაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაშინ აი თქვენ რამდენიმე მარტივი, მაგრამ ქმედითი რჩევა.

წაიღეთ თან უფრო მეტი ფული, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, რომ დაგჭირდებათ

როდესაც თქვენ პირველად მიემგზავრებით სხვა ქვეყანაში, თქვენ გარანტირებულად დახარჯავთ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე დახარჯავდით, თუ ბავშობიდან იქ იცხოვრებდით. ამას შეიძლება ვუწოდოთ უვიცობის საფასური - ფასი, რომელსაც თქვენ იხდით იმის გამო, რომ რაღაც არ იცით. მაგალითად, თუ თქვენ ჩახვედით ქვეყანაში, სადაც ტაქსიში არ არის დაყენებული მრიცხველი, დიდი ალბათობით, თქვენ გადაიხდით მეტს, ვიდრე ადგილობრივი. მაშინაც კი, როდესაც დაიწყებთ ამის გააზრებას, თქვენ შეიძლება არ გეყოთ ლექსიკური მარაგი ან არ იცოდეთ ადგილობრივების მოლაპარაკების ნიუანსები.

ყოველთვის მზად იყავით გადაიხადოთ გარკვეული თანხა. ყოველთვის კარგია მარაგში 500 – 1000 დოლარის ქონა ყოველი შემთხვევისთვის, ხოლო მით უმეტეს, როდესაც იმყოფები უცხო ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში ადამიანები ხშირად ხვდებიან ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც მოხვედრას საერთოდ არ გეგმავდნენ. ხოლო შეიძლება მოხდეს ისე, რომ თქვენ სათანადოდ ვერ შეაფასოთ ცხოვრების ღირებულება და ყოველ თვეს პრობლემები შეგექმნებათ ფინანსურ კეთილდღეობაში.

არ დაიბნეთ ვალუტის ღირებულებაში

ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის არ იქნება რთული გამოიანგარიშოს ნივთის ღირებულება საკუთარ ვალუტაში, რათა წარმოიდგინოს გონებაში რამდენი ღირს შენაძენი მისი ქვეყნის ეროვნული ვალუტით. თუმცა არ ღირს ამ ფასების შედარება იმ ფასებთან, რომლებიც დაწესებულია საკუთარ ქვეყანაში. მაგალითად, თუ საუზმე ან მგზავრობა თქვენ უფრო ნაკლები დაგიჯდათ, ვიდრე ელოდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ასევე ნაკლებს გადაიხდით საცხოვრებელში და დაზღვევაში. სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე ნივთები სხვადასხვა ფასი ღირს. ამიტომ იმისათვის, რომ უკეთ დაგეგმოთ თქვენი პირადი ბიუჯეტი, გაეცანით ყველა მოსალოდნელ ხარჯს წინასწარ.

ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა - დააკვირდით თქვენი ფულის მიმოქცევას ადგილობრივ ვალუტაში. შეინახეთ და შეისწავლეთ ყველა ქვითარი, რათა განსაზღვროთ, თუ სად გაქვთ გადახარჯვა, ხოლო სად - პირიქით, მეტის დახარჯვა შეიძლება.

გაიცანით ადგილობრივი ბანკები

ადამიანს, რომელიც დიდხანს ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაუჩნდეს სირთულეები ადგილობრივ ბანკებში ნაღდი ფულის მიღებასთან დაკავშირებით. თუ თქვენს ანგარიშზე სისტემატიურად მოგივათ ფული, რომლითაც გეგმავთ ცხოვრებას, შეიძლება შეიქმნას მათი აღრიცხვის პრობლემები. დიდი ალბათობით, ბანკის ფილიალი, რომელშიც თქვენი გიდევთ ფული, სხვა ქვეყანაში არ იქნება. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ადგილობრივი ბანკის მომსახურებით, თქვენ მოგიწევთ საკომისიოს გადახდა და მასში ანგარიშის გახსნა. ხოლო ამისათვის შეიძლება დაგჭირდეთ დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც შესაძლოა თქვენ ვერ შეძლოთ.

თუმცა არ ღირს იმედის დაკარგვა, თუ თქვენ უარი მიიღეთ დახმარებაზე პირველ-ორ-სამ ბანკში. გაეცანით ყველა შესაძლო ვარიანტის პირობებს და შეარჩიეთ ყველაზე შესაფერისი.

თუ თქვენ გამგზავრების წინ გადაწყვიტეთ სესხის აღება ან თქვენ გაქვთ ღია კრედიტი, რომელიც მოითხოვს სისტემატურ დაფარვას, თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ როგორ მოხვდება სხვა ქვეყანაში ნაშოვნი თქვენი ფული საკრედიტო ანგარიშზე. თუ ბანკში ანგარიშის გახსნის პირობები თქვენთვის აღმოჩნდება შეუსრულებელი, მაშინ შესაძლოა საუკეთესო გზა იყოს ერთობლივი ანგარიშის გახსნა ვინმე თქვენს მეგობართან ან ახლობელთან ერთად. ასე თქვენ შეძლებთ გაგზავნოთ მათთვის ფული, რათა პერიოდულად შეავსოთ საკუთარი სასესხო ანგარიში.

არ დაივიწყოთ გადასახადების შესახებ

იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ ახლა ცხოვრობთ თქვენ მოგიწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა. ხოლო იმ ქვეყანაში, საიდანაც თქვენ ჩახვედით, თქვენ, დიდი ალბათობით, დაგრჩებათ ქონების და სხვა ფინანსური ვალდებულებების გადასახადები. გაითვალისწინეთ ყველა მომენტი და გადაიხადეთ გადასახადები დროულად, მით უმეტეს, თუ გეგმავთ სხვა ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნას.

იმისათვის რომ ცხოვრება ახალ ქვეყანაში იყოს სასიხარულო, იფიქრეთ ყველა შესაძლო სიტუაციის შესახებ, რომელსაც შეუძლია თქვენი ხასიათის გაფუჭება და ჩიხში შეყვანა. ყურადღებით და ფხიზლად იყავით.