კრედიტი განათლებისთვის: დადებითი და უარყოფითი მხარეები

კრედიტი განათლებისთვის - მრავალი ქვეყნისათვის საკმაოდ ახალი საფინანსო პროდუქტი, მაგრამ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ამ საბანკო მომსახურებით. რატომ შეიძინა მან ასეთი პოპულარობა და გააჩნია თუ არა მას ნაკლი?

რა არის საგანმანათლებლო კრედიტი?

სკოლის გამოსაშვები კლასის თითოეულ მოსწავლეს შეუძლია მიიღოს უმაღლესი განათლება. თუმცა საბიუჯეტო ადგილების რიცხვი ქვეყნების უმრავლესობაში უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გაცილებით ცოტაა ვიდრე სწავლის და პროფესიული ცოდნის შეძენის მსურველთა რაოდენობა. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტები სთავაზობენ ფასიან განათლებას.

სამწუხაროდ, აბიტურიენტების მშობლებს ყოველთვის არ აქვთ სწავლის საფასურის გადახდის სახსრები. ამ შემთვევაში მომავალ სტუდენტს დაეხმარება საგანმანათლებლო კრედიტი.

მრავალ ქვეყანაში, მათ კანონის შესაბამისად, ბანკები სთავაზობენ კრედიტთა ორ ვარიანტს:

  • ძირითადი - კრედიტის ეს სახეობა მიმართულია მხოლოდ სწავლების გადახდაზე
  • თანმხლები - ასეთი კრედიტის არჩევა შეიძლება როგორც ცალკე, ასევე ძირითადთან ერთად. თანმხლები კრედიტი შეიძლება იყოს მიმართული სტუდენტის საცხოვრებლის, საკვების, სხვადასხვა ყოფითი საჭიროების გადახდაზე, ასევე სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის შეძენაზე.
  • სესხის თანხა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის და იწერება ხელშეკრულების პირობებში.

    საგანმანათლებლო კრედიტი იძლევა უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას, თუ აბიტურიენტმა ვერ შეძლო ჩააბარებინა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების საბიუჯეტო (უფასო) განყოფილებაზე. ამასთანავე მომავალ სტუდენტსა და მის მშობლებს გააჩნიათ საკმარისი დრო მარაგში, რათა დაფარონ სესხი.

    კრედიტის მიღების პირობები

    ბანკები, რომლებიც გასცემენ საგანმანათლებლო კრედიტებს, საჭირო თანხის მისაღებად აყებენ რიგ მოთხოვნებს:

  • 18 წლამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ ფულის მიღება თანამსესხებლების უფლებებით, ამასთანავე მსესხებლები იქნებიან მათი წარმომადგენლები - მშობლები ან მეურვეები.
  • 18 წლიდან მოსწავლეებს შეუძლიათ გააფორმონ საგანმანათლებლო კრედიტი მსესხებლის უფლებებით, თუმცა მოითხოვება თავდების ან დამგირავებლის არსებობა.
  • მსესხებელს უნდა გააჩნდეს (ძირითად შემთხვევებში) კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობა, სადაც იღებს კრედიტს, რეგისტრაცია იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, მუდმივი შემოსავალი.
  • გაცემის მეთოდი:

  • 1. კრედიტის ერთდროული გაცემა სწავლების ერთი სემესტრის გადახდისთვის.
  • 2. საკრედიტო ხელშეკრულების შედგენა სწავლების მთელი პერიოდის გადახდისთვის. ამ შემთხვევაში ბანკი იძლევა სესხის სახსრებს ნაწილ-ნაწილ ეტაპობრივი გადახდისთვის (როგორც წესი, თითოეული ნაწილი გაიცემა ერთი სემესტრის გადახდისთვის).
  • საგანმანათლებლო კრედიტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

    დადებითი

  • 1. უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, როდესაც არ ფლობთ სწავლის გადასახადისთვის საჭირო თანხას.
  • 2. ვალის ძირითადი თანხა იფარება სწავლის დასრულების შემდეგ, სწავლის დროს მსესხებელი იხდის მხოლოდ პროცენტებს.
  • 3. ძირითადი ვალის გადახდის გადავადების შესაძლებლობა. ის შეიძლება დაგჭირდეთ აკადემიური შვებულების დროს, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დამთავრების შემდეგ სამუშაოს ძებნისას ან სამხედრო მსახურობის დროს. ბანკს შეუძლია მოგცეთ გადავადება:
  • ძირითადი ვალის დაფარვაზე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლების მთელი პერიოდზე;

    ძირითადი ვალის მხოლოდ ნაწილის გადახდაზე (სწავლების პირველ ორ წელიწადზე ან უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დამთავრების პერიოდზე, თუ ის შეადგენს ორ წელზე ნაკლებს).

  • 4. რამდენიმე თანამსესხებლის არსებობის შემთვევაში კრედიტის თანხის გაზრდის შესაძლებლობა - ამ შეთხვევაში გათვალისწინებული იქნება მათგან თითოეულის გადახდისუნარიანობა.
  • უარყოფითი

  • 1. კრედიტის თანხის შეზღუდვა. ყველა ბანკი არ გასცემს კრედიტს მთლიან თანხაზე, რომელიც საჭიროა სწავლის გადასახადისთვის. ადრე ზოგიერთი საკრედიტო ორგანიზაცია თანხის მიუხედავად იძლეოდა სწავლების საფასურის 100% მდე გადახდის საშუალებას. თუმცა დღეს აბიტურიენტებს შეუძლიათ გააფორმონ არ უმეტეს 35000$ (ძირითად შემთხვევებში) ის სესხი.
  • 2. კრედიტის პროცენტები რეგულარულად უნდა იქნას გადახდილი, რაც შეიძლება ერთობ რთული აღმოჩნდეს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვისაც.
  • 3. როგორც წესი, საბანკო დაწესებულებები გასცემენ ფულს სწავლის გადახდისთვის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების განსაზღვრულ რაოდენობაზე. ეს ამცირებს სტუდენტების არჩევანს და ზოგჯერ წარმოადგენს დაბრკოლებას სესხის მისაღებად.
  • 4. კრედიტი განათლებისთვის ატარებს მიზნობრივ ხასიათს. ეს ნიშნავს, რომ ყველა გადახდა მაშინვე გადაირიცხება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების გაანგარიშების ანგარიშზე - მოსწავლე არ იღებს არავითარ ნაღდ ფულს. შესაბამისად, სტუდენტს არ შეუძლია განკარგოს ფული თავისი შეხედულებისამებრ.
  • უმაღლესი განათლების მიღება - არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარმატებული კარიერის გზაზე. თუმცა სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, აიღოთ თუ არა საგანმანათლებლო კრედიტი, უნდა აწონ-დაწონოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები. თანაც გადაწყეტილება უფრო უნდა მიიღონ სტუდენტის მშობლებმა, რადგან სწორედ ისინი დაფარავენ კრედიტს იმ დრომდე, სანამ მათი შვილი არ ნახავს სამუშაოს და ვერ შეძლებს ვალის დამოუკიდებლად დაფარვას.