ვალების და ჭარბი წონის მოშორება, რა შეიძლება იყოს საერთო?

ახლახანს ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი შეუერთდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც უფრთხილდებიან თავიანთ წონას, რათა დაიკლოს ზედმეტი 20 კილო, რომელიც მას გაუჩდა ბავშვის დაბადების შემდეგ. როდესაც მან გაგვიზიარა ჭარბი წონის დაკლების თავისი გამოცდილება, მე თავში მომივიდა აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანები გამოიყენებენ ჭარბი წონის მოსაშორებლად და საკუთარი ბიუჯეტის გასაუმჯობესებლად ძალიან მსგავს ინსტრუმენტებს და სტრატეგიებს.

მაგალითად, საკუთარი ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესწავლა იქნება ერთნაირად სასარგებლო, როგორც გასახდომად, ასევე საკრედიტო ბარათზე დავალიანების შესამცირებლადაც. თუ მსოფლმხედველობას შეიცვლით ასეთი მიმართულებით, თქვენ დიდი ალბათობით ნაკლებად ინანებთ თქვენი ქმედებების შესახებ მომავალში.

ზემოთხსენებულმა თანამშრომელმა დაიწყო შოკოლადის შენახვა ყველაზე მაღალ თაროზე, ის ყვებოდა, რომ ამან მასში გამოიწვია გარკვეული ფსიქოლოგიური სიძნელეები. ხოლო შემდგომ მან დაიწყო მანდარინების უფრო ხშირად შეძენა, რომლებიც მას ყოველთვის ჰქონდა ხელთ, როგორც სახლში, ასევე სამსახურსა და ოფისშიც.

ანალოგიურად შეიძლება მოვიქცეთ საკუთარი საკრედიტო ბარათის მიმართაც, რომელსაც ბევრი ჩვენგანი გამოიყენებს სახლში ონლაინ შესყიდვებისთვის. შეინახეთ ბარათი რაც შეიძლება შორს კომპიუტერიდან. მოათავსეთ ის ჩანთის ან ტანსაცმლის ყველაზე შორეულ ჯიბეში. გამორთეთ ყველა ბრაუზერში ერთი დაწკაპუნებით ყიდვის ფუნქცია, რომ ყოველ ჯერზე რაიმე ნივთის შესაძენად თქვენ მოგიწიოთ ბარათის ამოღება, რათა შეიყვანოთ მისი მონაცემები.

თვითკონტროლი. როდესაც ადამიანს სურს გახდომა, ყველაზე მთავარია - თვითკონტროლი. მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა ძალისხმევა შეიძლება წყალში ჩაგეყაროთ, თუ დაემორჩილებით იმპულსებს. მაგალითად, «მე შევჭამ პატარა ღვეზელს და ამით არაფერი დაშავდება» ან «მე ვიყიდი ამ იაფიან მაისურს ფასდაკლებით, და ეს ნეგატიურად არ დაეტყობა ჩემს ბიუჯეტს».

არსებობს 5 წესი, რომელიც ერთნაირად დაგეხმარებათ, როგორც წონის დაკლების შემთხვევაში, ასევე თქვენი ფულის ეკონომიის დროსაც.

1. აწარმოეთ ჩანაწერთა ჟურნალი

როდესაც ადამიანები ებრძვიან ჭარბ წონას, მათ შეიძლება ძალიან დაეხმაროთ, ყველაფრის ჩაწერა, რასაც მიირთმევენ დღის განმავლობაში. ეს ხელს უწყობს კალორიების რაოდენობის დათვლას, ასევე უფრო თვალსაჩინოს ხდის ადამიანის რაციონს. ამგვარად, შეიძლება გამორიცხოთ მავნე და დაამატოთ სასარგებლო პროდუქტები.

პირადი ფინანსების ექსპერტები გვირჩევენ ასეთი ჟურნალების წარმოებას იმისათვის, რომ ვაკონტროლოთ ჩვენი ფული. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ დაინახავთ, თუ რაზე ხარჯავთ ზედმეტ თანხას და რატომ ვერაფრით ვერ გამოდიხართ ვალებიდან.

2. ჩაატარეთ თქვენი ბიუჯეტის «გამოკლვევა»

წონის დაკლების ბევრი ექსპერტი ურჩევს ხალხს გულმოდგინე დაფიქრებას მათი ზედმეტი ჭამის მიზეზების შესახებ. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი ჭამს უბრალოდ მოწყენილობისგან. სხვებს შეუძლიათ საკვების გამოყენება ხასიათის გაუმჯობესების მიზნით, როდესაც ისინი ებრძვიან რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებს.

იგივე წესი მართებულია ფინანსური ხარჯებისთვისაც. ბევრ ადამიანს აქვს ფულის ხარჯვის მიდრეკილება, როდესაც ისინი აღევებულნი არიან, ხოლო ზოგჯერ კი პირიქით, როდესაც მხიარულ ხასიათზე არიან. ასეთი ტენდენციების გამოვლენა დაგეხმარებათ გადაიყვანოთ თქვენი თავი სწორ კალაპოტში და დაიცვათ ფინანსური დიეტა

3. შეიზღუდეთ მოხმარება

როგორც წესი, ადამიანმა ნაკლები უნდა ჭამოს, რომ დასუსტდეს, ასევე საჭიროა დახარჯოთ ნაკლები, რათა შეამციროთ ვალები. ამის თქმა უფრო იოლია, ვიდრე გაკეთება, მაგრამ ეს დაგეხმარებათ ყოველდღიური ცხოვრების ღირებულების თქვენი ხედვის ახლებურად გააზრებაში.

როგორც გახდომაში, ასევე ეკონომიის დროს თითოეულ ადამიანს დაეხმარება ყურადღების გადატანა სულიერ საქმეებზე, როგორიცაა ბავშვები და ოჯახი. იმისათვის, რომ მოწყდეთ ჭარბ ჭამას და მომდევნო ზედმეტ ხარჯებს - ეთამაშეთ ბავშვებს ან უბრალოდ გაისეირნეთ.

4. მეტი იმუშავეთ

იმისათვის რომ აკონტროლოთ თქვენი წონა და მთლიანობაში ჯანმრთელობა, საჭიროა ფიზიკური ვარჯიშების შესრულება. კვლევები აჩვენებენ, რომ მხოლოდ ვარჯიშები არ არის საკმარისი ჭარბი წონის დაკლებისთვის, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა ორგანიზმისთვის, მით უმეტეს, თუ თქვენ ხშირად სხედხართ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან.

ანალოგიური წესია საკრედიტო ბარათზე დავალიანების დაფარვის დროსაც - თუ ყოველ თვეს შეასრულებთ მხოლოდ სავალდებულო გადახდებს, თქვენ ძალიან დიდ ხანს მოგიწევთ ნულოვანი ბალანსისკენ სვლა. თუმცა თუ იმოქმედებთ უფრო აგრესიულად თქვენი ვალების მიმართ და გაზრდით ყოველთვიურ თანხას, მაშინ გაცილებით სწრაფად მიაღწევთ თქვენს მიზანს.

5. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი

რიგ კვლევებში იყო დადგენილი, რომ ფინანსურ სტიმულებს შეუძლიათ ადამიანისთვის დახმარება ნებისმიერ საქმეში. მოიგონეთ თქვენი თავისთვის ბონუსი, რომელსაც მიიღებთ, როდესაც მიაღწევთ თქვენს მიზანს. ეს დაგეხმარებათ როგორც გახდომაში, ასევე სხვა საკმაოდ რთულ საქმეში - ფულის კონტროლში.

ცდილობთ თუ არა თქვენ ჭარბი წონის თუ ვალების შემცირებას, გარდა ხისტი სიმკაცრისა, საჭიროა დაგეგმოთ ჯილდოებიც საკუთარი თავისთვის, როდესაც მიაღწევთ დათქმულ მიზნებს. თქვენ უნდა გაგაჩნდეთ ძირითადი მიზანი (ვალების მოშორება) და რამდენიმე პატარა მიზანი, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ ძირითად მიზანს. როგორც კი მიაღწევთ პატარა მიზანს - თქვენ უნდა მიიღოთ საჩუქარი, ასეთი სტიმული დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თავშეკავებულობა გამარჯვებისკენ გრძელ გზაზე.