შეიძლება თუ არა სწრაფი სესხის აღება, თუ თქვენ ოჯახში მატებას ელოდებით?

თითოეული ზრდასრული ადამიანისთვის შესანიშნავი ამბავია, რომ ის მალე მშობელი გახდება. ბავშვების აღზრდა - ეს, ალბათ, ყველაზე ძნელი სამუშაოა, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, მაგრამ ეს სამუშაო, თქვენ მართლა გეყვარებათ. თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც შეიძლება ვერ შეამჩნიოთ, როდესაც ყურადღება გამახვილებული გაქვთ თქვენს ემოციებზე, ბავშვები მოითხოვენ ბევრ დროს, ყურადღებასა და ფულად დანახარჯებს მათთვის საჭირო თუ არა საჭირო ნივთებზე. ამიტომ, შეიძლება ზოგიერთ ადამიანს გაუჩნდეს კითხვა, შეიძლება თუ არა ფულის სესხება, როდესაც იმყოფებით მსგავს სიტუაციაში.

ბავშვის დაბადების მოლოდინში, განსაკუთრებით, პირველი ბავშვის, ბევრი ჩვენგანი დარბის მაღაზიებში, რათა იყიდოს უამრავი ნივთი, რომ მოემზადოს თავის სახლში ახალი ადამიანის გაჩენისთვის. ამ პერიოდში საჭიროა თავის შეკავება. სასურველია, რომ მომავალმა მშობლებმა მკაფიოდ იცოდნენ, რა დასჭირდებათ მათ, რა რაოდენობით და ხარისხით. იმისათვის, რომ დაზოგოთ მოსალოდნელ საყიდლებზე, საჭიროა გადაწყვიტოთ, რომელი ნივთები უნდა შეიძინოთ ახალ მდგომარეობაში, რომლების შეძენა შეიძლება სხვა დროს, ხოლო რომლებზეც საერთოდ შეიძლება უარის თქმა.

რომელ საბავშვო ნივთებზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება?

საბავშვო აღჭურვილობა. საბავშვო ეტლები, ელექტრო-საქანელები, სკამი საკვების მისაღებად, თამაშის ხალიჩები და მსგავსი ნივთები არ გამოიყენება მფლობელების მიერ წლობით, ამიტომ მათგან ბევრი კარგ მდგომარეობაში რჩება დიდი ხნის განმავლობაში.

ტანსაცმელი. როდესაც საუბარი არის ყველაზე პატარების სამოსის შესახებ, გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი თოთო ბავშვი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს, ასეთი ტანსაცმელი გამოყენებული იქნებოდა მხოლოდ რამდეჯერმე, და, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალიან დასვრილი ყოფილიყო. მეორად მდგომარეობაში გასაყიდი ძალიან ბევრი ლამაზი და მორთული ნივთის პოვნა შეიძლება.

კოსტიუმები დღესასწაულებისთვის. დიახ, არ არის არაფერი იმაზე მშვენიერი, როდესაც თქვენი ბავშვი ჩაიცვამს რომელიმე ცხოველის ან პრინცესის სადღესასწაულო ტანსაცმელს. თუმცა არ არის აუცილებელი აიღოთ სწრაფი ონლაინ სესხები იმისათვის, რომ ის შეიძინოთ საუკეთესო მაღაზიაში. ასეთი კოსტიუმები, რომლებიც იყიდება ხელზე ან მეორადებში, დიდი ალბათობით, ეცვათ ერთხელ ან ორჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში.

სათამაშოები. თუ მათ მოძებნით კარგ მდგომარეობაში და გარეცხავთ სახლში, ისინი გაახარებენ თქვენს ბავშვს არანაკლებ, ვიდრე ახლები.

ფეხსაცმელი. კიდევ ერთხელ, ბავშვებს ძალიან იშვიათად აცვიათ ფეხსაცმელები, ამიტომ ისინი ხშირ შემთხვევაში კარგ მდგომარეობაში იყიდება განცხადებათა დაფებზე.

შეიძლება თუ არა ფულის სესხება ახალი ნივთების საყიდლად?

აქ სიტუაცია ოდნავ სხვაგვარად არის. არის ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ახალ მდგომარეობაში, ხოლო მათზე ეკონომია ნამდვილად არ ღირს. ამიტომ, თუ თქვენ გაგიჩნდებათ შეკითხვა შეიძლება თუ არა ფულის სესხება მსგავს სიტუაციაში, მაშინ პასუხი დადებითი უფრო იქნება. ნივთები, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ, უნდა იყოს საუკეთესო ხარისხის.

საცვლები - არ საჭიროებს განმარტებას.

საბავშვო ბოთლები, საწოვარა, მკერდის ტუმბოები. ისინი უნდა იყოს სტერილური და ახალი - ეს უსაფრთხოებაა თქვენი ბავშვისთვის.

ავტოსავარძელი. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს მოწყობილობა არ არის აუცილებელი იყიდოთ ახალ მდგომარეობაში. ეს ნივთი არ უნდა იყოს დაზიანებული, ეს თქვენ არაფერში გჭირდებათ. ავტოსავარძელი - ეს არის თქვენი ბავშვის ნამდვილი უსაფრთხოება. ის უნდა იყოს საუკეთესო, სანდო და ახალი. გამონაკლისი შეიძლება იყოს იმ შემთხვეაში, თუ თქვენ სრულიად ენდობით მას, ვინც ყიდის ამ მოწყობილობას.

რისთვის არ უნდა ვისესხოთ ფული?

ამ ნივთების სია არც თუ ისე დიდი გამოვიდა, მაგრამ არის ზოგიერთი ნივთი, რომელსაც ბევრი ადამიანი ყიდულობს, მაგრამ სავსებით არ იყენებს დანიშნულებისამებრ. ეს, მაგალითად, არის მოდური ჩანთები ჩასაფენებისთვის - სრულიად შეიძლება შემოიფარგლოთ აკურატული ჩანთით, რომლის თან ტარება გაცილებით მოსახერხებელია. ყოველნაირი გასათბობი მოწყობილობები, მაგალითად, საბავშო ბოთლების გასათბობი, სველი ხელსახოცების გასათბობი და ასე შემდეგ. ამოსაფენების «გასართობი» უტილიზატორები, ასევე თერმომეტრები აბაზანისთვის - გამოიყენეთ თქვენი იდაყვი წყლის ტემპერატურის დასადგენად, როგორც ამას დედათქვენი აკეთებდა.

თუ თქვენ დაფიქრდით იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ფულის სესხება მომავალი ბავშვისთვის ნივთების საყიდლად, და მაინც გადაწყვიტეთ ფულის დაზოგვა - არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოების შესახებ. შეამოწმეთ მოწყობილობების შემადგენელი ნაწილები, რომელთა ყიდვაც გსურთ. როდესაც ყიდულობთ მეორად ნივთების უნდა ენდოთ მხოლოდ საკუთარ თავს.