6 სასარგებლო რჩევა სწრაფი სესხებისა და კრედიტების მფლობელებს

როგორ ავარიდოთ თავი სესხიდან სესხამდე ცხოვრებას? როგორ დავიწყოთ დაზოგვა? სად ავიღოთ ფული, თუ ის არასოდეს გვყოფნის? ჩვენ ვიპოვეთ ამ შეკითხვების პასუხები. მთავარია - გქონდეთ რამდენიმე ჩვეულება, რომლებიც დაგეხმარებიან შეინარჩუნოთ თქვენი ფულადი სახსრები, დაიწყოთ დაზოგვა და შეწყვიტოთ ფლანგვა. რომელ ჩვეულებებზე არის საუბარი? წაიკითხეთ ქვემოთ.

დაიწყეთ თქვენი დანახარჯების აღრიცხვა

თუ მოგბეზრდათ სესხიდან სესხამდე ცხოვრება, მაშინ ჩვენი რჩევაა, გაიგეთ რაზე ხარჯავთ ფულს. ამის გაკეთება საკმაოდ ადვილია. საკმარისია ყოველ საღამოს ჩაიწეროთ ქვითრებიდან ყველაფერი, რაც შეიძინეთ, გაისტუმრეთ ან გაანაღდეთ. შედეგად, თვის ბოლოს თქვენ შეძლებთ სრული სურათის დანახვას: რაზე მიდის ყველაზე მეტი ფული, რისი ამოღება შეიძლება ნავაჭრი სიიდან, რომელი ხარჯების შემცირება შეიძლება. როდესაც გაანალიზებთ თქვენს დანახარჯებს, თქვენ მარტივად შეძლებთ მათ გამიჯვნას და სისტემაში მოყვანას.

ამისათვის არ არის საჭირო იყოთ ბრწყინვალე ბუღალტერი ან ფინანსისტი. საკმარისია გადმოწეროთ უფასო პროგრამა, რომელიც იძლევა აღრიცხვის საშუალებას (ამისათვის Exel-ც კი გამოდგება) ან თუ თქვენ ძალიან შორს ხართ ტექნოლოგიებიდან, გამოიყენეთ ბლოკნოტი და ფანქარი. ეს არ წაიღებს თქვენს ბევრ დროს, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს ხარჯებს.

ეცადეთ ისარგებლოთ ფასდაკლებებით

ფასდაკლების კუპონები ჟურნალ-გაზეთებში, გარკვეულ დღეს განცხადება ამა თუ იმ პროდუქტის ფასის დაკლების შესახებ სასურსათო მაღაზიაში, ბაზრობები და ამოყიდვები, არ ღირს ყველაფერი ამის გამოტოვება. ბუნებრივია, პირველ რიგში საუბარია პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ, ხოლო შემდეგ უკვე ცხოვრებისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანი საგნების შესახებ. დღეს სასურსათო მაღაზიაში პრაქტიკულად ნებისმიერ საქონელზე შესაძლებელია ფასდაკლების მოძებნა, მთავარია იცოდეთ ძებნა.

ამის გარდა, ერთი და იგივე, მაგალითად, რძე შეიძლება სხვადასხვა ფასი ღირდეს სხვადასხვა მაღაზიაში. ეს ეხება სხვა პროდუქტებსაც. შემოიარეთ უახლოესი -სუპერ- და ჰიპერ მარკეტები და შეადარეთ ფასები. ასე თქვენ დაადგენთ თუ სად შეიძლება უფრო მოხერხებულად და იაფად პროდუქტების მომარაგება. არ ვფიქრობთ, რომ ეს მოახდენს ძალიან საგრძნობ ეფექტს ეკონომიაზე, თუმცა ჩვენ ყველას გვახსოვს გამონათქვამი: „ცენტი დოლარს ზოგავს“, განა ასე არაა?

შეამცირეთ დაუფიქრებელი შესყიდვების რიცხვი

დიახ, ზოგჯერ სასიამოვნოა საკუთარი თავის ტკბილეულით განებივრება ან უახლოესი ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება, როდესაც მნიშვნელოვანი საბაბის გარეშე მისთვის შეიძენთ მოკრძალებულ ან არც თუ ისე უბრალო საჩუქარს და ამისთვის აიღებთ სესხს ნაღდი ფულით. თუმცა, თუ თქვენ კითხულობთ ამ სტატიას, ეს თქვენი შემთხვევა არ არის. ადამიანს, რომელსაც ესაჭიროება თავისი დანახარჯების სისტემატიზება, მოუწევს უარი თქვას დაუფიქრებელ საყიდლებზე. პირველი რიგში, ასეთი ჩვეულება შეინარჩუნებს თქვენს ბიუჯეტს, თუ ნაყიდი მოკრძალებულია. ხოლო მეორე რიგში, მოგცემთ საშუალებას თავიდან აიცილოთ ახალი კრედიტები და სესხები, თუ შენაძენი სცილდება თქვენი შემოსავლების ფარგლებს. იყავით თავდაჭერილი და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, სანამ არ გაიუმჯობესებთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

შეწყვიტეთ ხარახურის შენახვა

მრავალი ქვეყნის ქალაქების გარე უბნებში შესაძლებელია ათასნაირი სისულელით გავსებული არა ერთი აივნის დანახვა. ხშირად შესაძლებელია „ხრუშოვკის“ ტიპის სახლებში საკუჭნაო ოთახების ნახვა, სადაც კიდია ბაბუას ძველი მუნდირი ან ქურქი, რომელიც თქვენ გეცვათ ბავშვობაში, როდესაც სრიალებდით თოვლიან გორაკზე. რაღა უნდა ვთქვათ გარაჟების შესახებ, რომლებიც დიდი ხანია შეთავსებით წარმოადგენენ სარდაფსაც, ფარდულსაც, ზოგჯერ ბოსელსაც კი.

შეიხედეთ თქვენი ბინის ან სახლის ყველა კუთხეში, კარადის უკან, დივანს ქვეშ, თაროებზე და სხვა ადგილებში. დარწმუნებული ვარ, თქვენ იპოვით უამრავ ნივთს, რომელიც წლების მანძილზე არ გამოგიყენებიათ. «ყოველი შემთხვევისთვის», - იტყვით თქვენ. ვფიქრობ ეს შემთხვევა დადგა. როდესაც გამოალაგებთ ყოველივე უსარგებლოს, დაყავით ის 4 ნაწილად: გადასაგდები, შესაკეთებელი, გასაყიდი ან გასაჩუქებელი. ხოლო ვის სჭირდება ძველი ხარახურა? დღეს არსებობს უამრავი ონლაინ-სივრცე და გაზეთი, სადაც სრულიად უფასოდ შეიძლება გასაყიდი ლოტის გამოქვეყნება, ადრე თუ გვიან მყიდველი მოიძებნება.

ამგვარად, არა მხოლოდ უფრო მეტ სისუფთავეს დააყენებთ და უფრო მეტ თავისუფალ ადგილს გამონახავთ თქვენს ბინაში, არამედ გაიჩენთ რაღაც დამატებით სახსრებსაც. უბრალოდ ნოსტალგიას არ მიეცეთ, ის გაქცევთ საკუთარ ყუთებში სხვადასხვა ნივთების გადაყოლილ შემგროვებლად.

დაიწყეთ გამომუშავება

არ არის საჭირო იმის თქმა, რომ თქვენ იღლებით რამდენიმე სამუშაოზე, მაგრამ ფულადი სახსრები მაინც არ გყოფნით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნება ოჯახები ნაკლები შემოსავლით, რომლებიც საკმაოდ წარმატებულად ართმევენ თავს საკუთარ მდგომარეობას. თუ რაიმე მიზეზთა გამო სარგო თქვენს მიმდინარე სამუშაოზე მცირეა, მაშინ შეეცადეთ დამატებითი გამომუშავების პოვნა. ამისათვის გამოიყენეთ თქვენი ჰობი, რათა დახარჯულმა დრომ მოგიტანოთ არა მხოლოდ ფული ცხოვრებისთვის, არამედ სიამოვნებაც. ინტერნეტის ეპოქის მოსვლისას გაჩნდა ფრილანსერად და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა. ეს, რა თქმა უნდა, უფრო ძნელია, ვიდრე საბანკო ბარათზე სესხის აღება, მაგრამ ბევრად უფრო ეკონომიურია.

ყველაზე მთავარი, თუ როგორ შეწყვიტოთ ვალში ცხოვრება, ეს არის საკუთარი კრედიტების სწრაფი დაფარვა

ეცადეთ გამოყოთ მაქსიმალურად დიდი თანხა თქვენი კრედიტისთვის ან სესხისთვის. რაც უფრო მალე დახურავთ მას, მით უფრო უკეთესი თქვენთვის. მცდარია გადაწყვეტილება, იხადოთ ზუსტად იმდენი, რამდენიც მითითებულია ხელშეკრულებას. უმჯობესია და ეკონომიურად უფრო მომგებიანია ვალის ვადამდე ნაწილობრივი დაფარვა.