ონლაინ სესხების კატალოგი - Swrafi online sesxebi - სწრაფი სესხები საქართველოში - ProgressBank.ge

ონლაინ სესხები

თანხის ოდენობა: 50-1500 ₾
სესხის გადახდის დრო: 1-24 თვე
საპრ. განაკვეთი თვიურად (წლიურ. ეფექტ.): 5,85% (100%)
პირველი სესხის ოდენობა: მაქს 700 ₾

თანხის ოდენობა: 50-650 ₾
სესხის გადახდის დრო: 30 დღე
საპრ. განაკვეთი თვიურად (წლიურ. ეფექტ.): 5.4% (94.3%)
პირველი სესხის ოდენობა: მაქს 250 ₾

თანხის ოდენობა: 500-3000 ₾
სესხის გადახდის დრო: 3-24 თვე
საპრ. განაკვეთი თვიურად (წლიურ. ეფექტ.): 3.39%
პირველი სესხის ოდენობა: მაქს 3000 ₾

თანხის ოდენობა: 400-4000 ₾
სესხის გადახდის დრო: 3-24 თვე
საპრ. განაკვეთი თვიურად (წლიურ. ეფექტ.): 3.49%-3.96%
პირველი სესხის ოდენობა: მაქს 400 ₾

თანხის ოდენობა: 500-3000 ₾
სესხის გადახდის დრო: 3-12 თვე
საპრ. განაკვეთი თვიურად (წლიურ. ეფექტ.): 6% (42%)
პირველი სესხის ოდენობა: მაქს 3000 ₾

თანხის ოდენობა: 500-5000 ₾
სესხის გადახდის დრო: 1-36 თვე
საპრ. განაკვეთი თვიურად (წლიურ. ეფექტ.): 5,3% (60-100%)
პირველი სესხის ოდენობა: მაქს 5000 ₾

თანხის ოდენობა: 50-1300 ₾
სესხის გადახდის დრო: 1-36 თვე
საპრ. განაკვეთი თვიურად (წლიურ. ეფექტ.): 5.86% (100%)
პირველი სესხის ოდენობა: მაქს 500 ₾

თანხის ოდენობა: 50-1000 ₾
სესხის გადახდის დრო: 30 დღე
საპრ. განაკვეთი თვიურად (წლიურ. ეფექტ.): 5.8% (100%)
პირველი სესხის ოდენობა: მაქს 500 ₾

თანხის ოდენობა: 1000-7500 ₾
სესხის გადახდის დრო: 3-48 თვე
საპრ. განაკვეთი თვიურად (წლიურ. ეფექტ.): 5.8%
პირველი სესხის ოდენობა: მაქს 1000 ₾

თანხის ოდენობა: 1000-27000 ₾
სესხის გადახდის დრო: 3-72 თვე
საპრ. განაკვეთი თვიურად (წლიურ. ეფექტ.): ინდივიდუალური
პირველი სესხის ოდენობა: მაქს 30000 ₾

ჩვენი ბლოგი

შეიძლება თუ არა სწრაფი სესხის აღება, თუ თქვენ ოჯახში მატებას ელოდებით?

შეიძლება თუ არა სწრაფი სესხის აღება, თუ თქვენ ოჯახში მატებას ელოდებით?

თითოეული ზრდასრული ადამიანისთვის შესანიშნავი ამბავია, რომ ის მალე მშობელი გახდება. ბავშვების აღზრდა - ეს, ალბათ, ყველაზე ძნელი სამუშაოა, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, მაგრამ ეს სამუშაო, თქვენ მართლა გეყვარებათ.


როგორ ავოღოთ ნაკლები რაოდენობის სესხი ? ვკითხოთ დედებს

როგორ ავოღოთ ნაკლები რაოდენობის სესხი ? ვკითხოთ დედებს

როგორც ცნობილია, ევროპაში ადამიანთა უმრავლესობა მომჭირნეა, იციან თავის პირადი ბიუჯეტის წარმართვა და იციან, როგორ ისესხონ ნაკლები ფული.


როგორ შეიძლება დაგეხმაროთ სესხების გაერთიანება მათ სწრაფ გადახდაში?

როგორ შეიძლება დაგეხმაროთ სესხების გაერთიანება მათ სწრაფ გადახდაში?

თუ თქვენ, როგორც მილიონობით სხვა ადამიანი, ადვილად ასრულებთ იმპულსურ შენაძენებს და ამისთვის ხშირად იყენებთ საკრედიტო ბარათს, თქვენც არც თუ ისე იშვიათად გიწევთ ძნელად გადასახდელ ვალთან შეჯახება.


ვრცლად სწრაფი ონლაინ სესხების შესახებ

არსებობს კრედიტის ბევრი სახეობა და ზოგჯერ შეიძლება რთული აღმოჩნდეს იმის გარკვევა თუ რომელი შეესაბამება თქვენს საჭიროებებს. იპოთეკური კრედიტები, ავტოკრედიტები, სტუდენტური კრედიტები, კრედიტები უზრუნველყოფით, თავდებით და მათ გარეშე, ღია და დახურული - სია შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს. არ ინერვიულოთ, ახლა ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ იმაში, რომ თქვენ შეძლოთ ორიენტირება კრედიტების რთულ სამყაროში. ჩვენ დავყოფთ კრედიტებს რამდენიმე ჯგუფად, რათა თქვენ უფრო სწრაფად გაერკვიოთ.

ღია კრედიტები

თქვენ გიმტკიცებენ გარკვეულ თანხას, რომელსაც ეწოდება საკრედიტო ლიმიტი. ასეთი სესხის გამოყენება შეგიძლიათ საჭიროებისამებრ. როგორც კი გადაიხდით დახარჯულ თანხას, თქვენ კვლავ შეგიძლიათ გამოიყენოთ საკრედიტო ხაზი. ყველაზე გავრცელებული მაგალითი არის საკრედიტო ბარათი. ის იძლევა სესხის სახით იმდენი ფულის მიღების საშუალებას, რამდენიც თქვენ გჭირდებათ საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში. დაფარეთ კრედიტი თქვენთვის მოსახერხებელი გზით სტრუქტურირებული გადახდის გარეშე. დაფარვის შემდეგ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ კვლავ გახსნათ კრედიტი. დიდი ალბათობით, ასეთ კრედიტს აქვს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც შეიძლება აიწიოს ნებისმიერ დროს. თუ თქვენ იხდით მხოლოდ მინიმალურ გადასახადებს, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ მახეში და დიდი დროის განმავლობაში იხადოთ სესხის პროცენტები.

კრედიტის დახურული სახეობები

მათ მიეკუთვნებიან ავტოკრედიტები, იპოთეკური კრედიტები, სტუდენტური კრედიტები და სხვა. თქვენ, როგორც მსესხებელს, გაგაჩნიათ გადახდების სტრუქტურირებული გრაფიკი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული გადახდის თანხას და მათ რაოდენობას. როგორც კი დავალიანება სრულიად იფარება, კრედიტი იხურება, ხელშეკრულება უქმდება. თუ თქვენ მოინდომებთ სესხის კვლავ აღებას, თქვენ მოგიწევთ გაიაროთ მთელი პროცედურა სულ თავიდან. პერსონალური კრედიტი, ასევე, შეიძლება მოერგოს ამ განმარტებას. თქვენ იღებთ გარკვეულ თანხას გარკვეული ვადით. ასეთ კრედიტებზე განაკვეთი შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული, ასევე მცურავი.

თუ თქვენ ზუსტად იცით, რა თანხა გჭირდებათ, და გსურთ გქონდეთ ხელშეკრულების სრულად დახურვის შესაძლებლობა - მაშინ დახურული კრედიტები იდეალური ვარიანტია თქვენთვის. მიაქციეთ ყურადღება, რომ ხშირად ასეთი კრედიტების გამოყენებაზე დაწესებულია საკომისიოები.

კრედიტი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით

ამ კრედიტს აქვს კონკრეტული განაკვეთი ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. მაგალითად, თუ თქვენ დათანხმდებით 5%-ზე 60 თვის ვადით, განაკვეთი დარჩება უცვლელი კრედიტის მთელი 5 წლის განმავლობაში.

ასეთ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ წინასწარ განსაზღვრული ტარიფი თქვენი სესხის მთელი ვადის განმავლობაში. თქვენ ზუსტად იცით რამდენს გადაიხდით ყოველ თვეს. ამ ხელშეკრულებას აქვს მცირე მინუსიც, თქვენ ვერ შეძლებთ ისარგებლოთ კრედიტის დაწეული განაკვეთით.

კრედიტი ცვალებადი განაკვეთით

ამ კრედიტებს აქვთ საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს ფინანსურ ბაზარზე ცვლილებების გათვალისწინებით. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას 60 თვეზე, რომელშიც მითითებულია კრედიტის განაკვეთი 5%-ს ოდენობით პირველი 24 თვის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ კურსი შეიძლება მერყეობდეს 3% დან 12 % მდე კრედიტის დარჩენილ ვადაზე.

ასეთი კრედიტის პლუსი და მინუსი ერთდროულად არის დამოკიდებულება საბაზრო კურსთან, რომელიც თქვენი ხელშეკრულების მოქმედების დროს შეიძლება დაიწიოს და მაშინ თქვენი განაკვეთიც დაიწევს, ხოლო შეიძლება პირიქით, აიწიოს.

კრედიტი უზრუნველყოფით

თქვენ შეძლებთ მიიღოთ ასეთი სახის კრედიტი, თუ წარუდგენთ თქვენს კრედიტორს გირაოს სახით, მაგალითად: ავტომობილს ან უძრავ ქონებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ შეძლებთ გადახდას, ბანკს შეუძლია საკუთრებაში მიიღოს და გამოიყენოს გირაო ნასესხები თანხის მისაღებად.

ხშირად მსესხებლებს შეუძლიათ მიიღონ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული გარანტიები, რომ კრედიტორი მიიღებს თავის ფულს უკან, თუ მსესხებელი შეწყვეტს კრედიტის გადახდას. კრედიტს უზრუნველყოფით გააჩნია ასევე მინუსები - პირველი, ხანგრძლივი პროცესი თქვენი საკუთრების შეფასების გამო. მეორე, თქვენ არ შეგიძლიათ ფულის დახარჯვა ისე, როგორც თქვენ გინდათ, არამედ მხოლოდ იმ მიზნებზე, რომლებიც მითითებულია ხელშეკრულებაში. მესამე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ გაუმკლავდებით თქვენს სავალო ვალდებულებებს, გირაო გადავა კრედიტორი კომპანიის სარგებლობაში.

კრედიტი უზრუნველყოფის გარეშე

ეს კრედიტი არ მოითხოვს რაიმეს გირაოს სახით. წლიური საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია თქვენს საკრედიტო ისტორიაზე და საერთო შემოსავალზე. ყველზე გავრცელებული მაგალითი არის კრედიტი ნებისმიერ მიზნებისთვის, როგორც წესი, ასეთი მომსახურების მიღებისთვის არ არის საჭირო სესხის მიზნის მითითება.

ასეთი პროდუქტის პლუსი იქნება მოქნილობა - თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ ფული ისე, როგორც თქვენ გსურთ. ხშირად კრედიტის უზრუნველყოფის გარეშე მიღება ხდება რამდენჯერმე უფრო სწრაფად, იმიტომ რომ კანდიდატურის შეფასებისთვის მოითხოვება დოკუმენტების მინიმალური პაკეტი. თუ თქვენ მცირე თანხა გჭირდებათ და თქვენ არ გაგაჩნიათ ფასეული აქტივები ან არ გსურთ მათი გამოყენება, ეს ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ.

თუმცა, დიდი ალბათობით, მზად უნდა იყოთ დიდი საპროცენტო განაკვეთისთვის. თითოეულ ადამიანს, სიტუაციის მიხედვით, შეიძლება გამოადგეს კრედიტის გარკვეული სახეობა.

როგორ შევამოწმოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მსო)?

არსებობენ ორგანიზაციები, რომლების შესახებ ყველგან საუბრობენ. თუ კომპანია ზრუნავს თავისი ბრენდის შესახებ, ესე იგი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის აპირებდეს თავისი კლიენტების მოტყუებას და სესხის ხელშეკრულების პირობების არაკეთილსინდისიერად შესრულებას. მიაქციეთ ყურადღება სხვადასხვა წვრილმანს: როგორ არის გაფორმებული კომპანიის საიტი, არის თუ არა მასზე ზედმეტი რეკლამა; იციან თუ არა საძიებო სისტემებმა კომპანიის შესახებ; ზრდილობიანად საუბრობს თუ არა მენეჯერი ტელეფონით; რეკვიზიტები ხელშეკრულებაში და ასე შემდეგ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ცნობადიაა კომპანია თუ არა, შესაძლებელია მისი მოქმედი სტატუსის გაგება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეესტრში. ცენტრალური ბანკის ოფიციალურ საიტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეამოწმოს ჩანაწერის არსებობა რეესტრში მსო-ის შესახებ. ამისათვის არ არის საჭირო სპეციალური დაშვების ან უფლების ქონა.

ზოგიერთ ქვეყნებში უახლოეს მომავალში ცენტრალური ბანკი აპირებს გამოუშვას მობილური აპლიკაცია, რომელშიც მსო-ის კლიენტებს შეეძლებათ ამა თუ იმ კომპანიის შეფასება, გამოხმაურების დაწერა. ხოლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეძლებათ კომპანიის სტატუსის შემოწმება და ოპერატიულად პასუხის გამოქვეყნება.

არ აიღოთ სესხი ორგანიზაციებში, რომლებიც არ არიან თქვენი ეროვნული ბანკის რეესტრში. ასეთი კომპანიები არანაირად არ რეგულირდებიან კანონით, მათზე არ ვრცელდება ცბ-ს შეზღუდვა ვალის მაქსიმალურად დასაშვებ თანხაზე და ისინი არ არიან ვალდებულნი გაუმხილონ ინფორმაცია მაკონტროლირებელ ორგანოს. ასეთ კომპანიაში მიმართვისას, თქვენ აყენებთ თქვენს კეთილდღეობას მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც ხელს აწერთ სესხის ხელშეკრულებას

როგორც წესი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც შედგება მოსაწყენი ტექსტის რამდენიმე გვერდისგან. როდესაც მენეჯერი გადმოგცემთ მას თქვენ გაცნობისათვის, შეიძლება დაიბნეთ და დაგეკარგოთ ტექსტის დაწვრილებით წაკითხვის სურვილი. კომპანიის თანამშრომელმა შეიძლება არ წაგიკითხოთ ყველაფერი თავიდან ბოლომდე და გირჩიოთ გარკვეულ პუნქტებზე ყურადღების მიქცევა. თუმცა უმჯობესია არ დაიზაროთ და ყველა დეტალს გაეცნოთ, მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ ინფორმაციას:

  • სესხის თანხა და მისი გამოყენების საფასური (საპროცენტო განაკვეთი)
  • დაკრედიტების ვადა
  • თითოეული გადახდის ზუსტი ვადა ან კონკრეტული თარიღი
  • სანქციები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს შეთანხმებების დაუცველობის შემთხვევაში.
  • დაწვრილებით იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია

    საჭიროა ჩაინერგოთ სასარგებლო თვისებები, რომლებიც თქვენ ამაში დაგეხმარებათ. აი რამდენიმე კონკრეტული წინადადება, რომლებიც ხელს უწყობენ საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას:

    1. თუ ეს შესაძლებელია - მოიშორეთ კრედიტის დარჩენილი ნაწილი. პირველივე შესაძლებლობისთანავე დახურეთ მიმდინარე კრედიტის დარჩენილი ნაწილი. თუ სრული დაფარვისთვის არ გაგაჩნიათ საკმარისი ფინანსები - დახურეთ ნაწილი და რაც შეიძლება ხშირად. ეს იქნება დოკუმენტური დადასტურება იმისი, რომ თქვენ შეგიძლიათ საკრედიტო ვალდებულებებთან გამკლავება, რაც დიდ პლუსად იქცევა თქვენი კანდიდატურის განხილვისას მომავალში.

    2. გააკეთეთ რამდენი გადახდა თვეში. აჩვენეთ ბანკს, რომ თქვენ იხდით კრედიტს არა მაშინ როდესაც ეს მოითხოვება, არამედ პირველივე შესაძლებლობისთანავე. საკრედიტო ისტორია - ეს არის თითქოს ფოტოსურათი მოცემულ მომენტში, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ უახლოეს დღეებში. ამიტომ გააუმჯობესეთ თქვენი საკრედიტო ისტორიის რეიტინგი ყოველ ჯერზე, როდესაც ეს შესაძლებელია. მითუმეტეს, როცა კრედიტების უმრავლესობის საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება ყოველდღიურად, ამიტომ უმჯობესია განახორციელოთ მაგალითისთვის: პერიოდის განმავლობაში ორჯერ გადახდა 50 ლარით, ვიდრე ერთი 100 ლარიანი გადახდა.

    3. გახსენით ახალი საკრედიტო ბარათი. ახალი ბარათი შეიძლება გახდეს «ახალი» გაუმჯობესებული საკრედიტო ისტორიის მშენებლობის ფუნდამენტი. ამასთან ეს გაზრდის თქვენს საკრედიტო ლიმიტს. თუმცა არ არის საჭირო რამდენიმე ბარათის გახსნა ხელმისაწვდომი კრედიტის გაზრდისთვის. გახსენით ერთი და გამოიყენეთ ის პასუხისმგებლობით, დაამატეთ თქვენს საკრედიტო ისტორიაში დადებითი მონაცემები.

    ახლა თქვენთვის ცნობილი გახდა ზოგიერთი ნაბიჯი, თუ როგორ გააუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია. შეიმუშავეთ თქვენი გეგმა და მიჰყევით მას. თუ არსებობს შეცდომები და ნაკლოვანებები - მოიკრიბეთ მოთმინება და დაჩრდილეთ ისინი დადებითი ქმედებებით.

    ამ ტექსტის მეშვეობით თქვენ შეიტყვეთ ინფორმაცია სესხებისა და კრედიტების სახეობების შესახებ, რა პირობებს უყენებენ სესხების გამცემი კომპანიები თავიანთ მომხმარებლებს და როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ ეს პირობები. ასევე გაიგეთ, თუ რა არის საჭირო სწრაფი სესხებისა თუ გრძელვადიანი კრედიტების ასაღებად. გარდა ზემოთ ხსენებული ინფორმაციისა, თუკი რაიმე დეტალი კიდევ გაინტერესებთ სესხებისა თუ კრედიტების შესახებ, მიმართეთ თქვენს ბანკს ან სესხების გამცემ კონკრეტულ ორგანიზაციას, სადაც აპირებთ სესხის აღებას.