სამეთვალყურეო საბჭო
აღმასრულებელი საბჭოს წევრი
კახა კალაძე არის პროფესიონალი სპორტსმენი. იგი თამაშობს საფეხბურთო გუნდ გენუაში და არის საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო გუნდის კაპიტანი.
იგი დაინიშნა აღმასრულებელი საბჭოს წევრად, იმიტომ რომ წარმოადგენს ქართველი ხალხის წარმატებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილე
ილია კეჭაყმაძეს საბანკო სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი საბანკო სფეროში მოღვაწეობა იწყება, როდესაც ის „ბინსოცბანკის“ მმართველი გახლდათ. ხოლო წლების მანძილზე კი „თბილბიზნესბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ედგა სათავეში. 2000 წლიდან 2007 წლამდე ის გახლდათ ქართულ–ფრანგული კომპანია „ტაროინვესტის“ ფინანსური დირექტორი.
2007 წელს აქტიურ მონაწილეობას იღებდა სს „პროგრეს ბანკის“ დაფუძნებასა და გახსნაში. იმავე წლიდან დღემდე ის გახლავთ სს „პროგრეს ბანკის“ მმართველი გუნდის წევრი, რისკების მართვის დირექტორი, ხოლო 2009 წლიდან კი სს „პროგრეს–ბანკის“ სამეთვალყურეოს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.
ილია კეჭაყმაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი, პროფესიით ეკონომისტი გახლავთ.






